„ვაი შენს დედას დედა… მოვდივარ დე, ჩემო ფერადო გოგო“ – სენაკში ავარიის შედეგად დაღუპული გოგოს დედა ემიგრაციაში იმყოფებოდა

August 12, 16:25
0
1393

სენაკში გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავარდა.

დაღუპული 25 წლის რუსკა ინალიფაა.

„დაიჯესტის“ ინფორმაციით, გარდაცვლილის დედა ემიგრაციაში იმყოფება, რომელიც ამჟამად საბერძნეთიდან საქართველოსკენ მოემართება.

„გაფრინდა ჩემი შვილი ზეცაში.. ვაი შენს დედას დედააააა. მოვდივარ დე ჩემო ფერადო გოგო“,- წერს გარდაცვლილი გოგონას დედა.

ამასთან ავარიის შედეგად დაღუპულს, მეგობრები ემშვიდობებიან:

„რუსკა, არ მინდა დაჯერება რააა, ვინ უნდა იცხოვროს ამ დედამიწაზე თუ არაა შენ?!

ისევ ათას რამეზე გვაქვს სალაპარაკო, ისევ გვჭირდება ათასი გეგმა, ისევ გვჭირდება უამრავი ფერებიი … რუუს, კარგი რააა“,– წერს გარდაცვლილის ახლობელი.

 

Cesko