ასტროლოგი აქვეყნებს აფირმაციას მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ არაფერი სასიკეთოდ არ იცვლება მათ ცხოვრებაში

0
1218
89 Views

ამერიკაში მყოფი ქართველი ასტროლოგი ბრიჯიტ ივანა გრუზინსკი სოციალურ ქსელში გამომწერებს მიმართავს და აფირმაციას უზიარებს, როგორ შეცვალონ ცხოვრება უკეთესობისკენ.

„აფირმაცია ყველასთვის, მაგრამ განსაკუთრებით მათთვის, ვინც სულ მეწუწუნებით რომ არაფერი სასიკეთოდ არ იცვლება თქვენს ცხოვრებაში.

დაიწყეთ 24 ან 29 აგვისტოს და დღეში 3- ჯერ თქვით 44 დღე. სასურველია როგორც გაიღვიძებთ, გვერდზე გედოთ და დღე ამით დაიწყოთ და იგივე ძილის წინ. დღის განმავლობაში როცა გინდათ. ეს არის პროცესი და ნელ-ნელა ცვლილებები აუცილებლად მოხდება

თუ ამ ელემენტარულს ვერ/არ გააკეთებთ, მაშინ თქვენ უბრალოდ არ ხართ მზად, რომ სამყარომ გამოგიგზავნოთ ულევი სიკეთე და იაროთ სინათლეში.

1.ჩემი უფლებაა რომ ვიყო სულით და ხორცით ჯანმრთელი და შენგან ვითხოვ ამას ამყარო/ღმერთო (თქვენი ნებაა ვის გინდათ ესაუბროთ)

2.სამყარო/ღმერთო, ჩემო მფარველო მთავარანგელოზებო, მომეცით ძალა, რომ წარსული-წარსულს ჩავაბარო და სამუდამოდ გავწყვიტო წარსულზე გადაბმული უხილავი ჯაჭვები.

3.სამყარო/ღმერთო, მზად ვარ ახალი ცხოვრებისთვის და მინდა შენ მოგანდო დღეიდან ჩემი ცხოვრება. შენ მომეცი ნიშანი რა გზას დავადგე. მე მზად ვარ შენი საჩუქრების და კურთხევის მისაღებად. ამინ“,- წერს ასტროლოგი.

Cesko