ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე ყველა საგანში უმაღლესი შეფასება რეპეტიტორთან მომზადების გარეშე მიიღო? – რას ამბობს ლუკა?

0
276
87 Views

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების სრულად გამოაქვეყნა.

წელს მრავალმა აბიტურიენტმა საუკეთესო შედეგი აჩვენა და მაქსიმალური ქულები დაიმსახურა.

21 წლის ქართული ენის მასწავლებელი, რომლის აბიტურიენტებმაც უმაღლესი ქულები მიიღეს: „სტუდენტი მეც ახლო წარსულში გავხდი… ამაღელვებელია, როცა მოსწავლე შენი დახმარებით აღწევს ამ საფეხურს, ამ მნიშვნელოვან ეტაპზე გენდობა”

ერთ-ერთია 17 წლის ლუკა ალადაშვილი, რომელმაც ქართულ ენაში 60-დან 60, ინგლისურში 70-დან 70, ხოლო მათემატიკაში 51-დან 50 ქულა მიიღო.

„უმაღლესი შეფასების მიღებაში თვითდაჯერებულობა და შრომისმოყვარეობა დამეხმარა, რაც, რეალურად, ყველაფრის გასაღებია” – აბიტურიენტები, რომლებმაც ინგლისურ ენაში მაქსიმალური ქულა მიიღეს

ლუამ ქართულ-ამერიკული სკოლა დაამთავრა და სწავლის გაგრძელებას ბიზნესის ადმინისტრირებისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით აპირებს.

როგორც ლუკა „პალიტრავიდეოსთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, მან უმაღლესი ქულები რეპეტიტორთან მომზადების გარეშე მიიღო.

„ქართულსა და ინგლისურში რეპეტიტორთან არ ვიარე. სანამ დავწერდი, შრომის მიხედვით, ველოდებოდი [შედეგებს], რომ გამოვედი, რაღაც გრძნობა მქონდა, ამიტომ, რომ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა-მეთქი, არა.

ჩემი მთავარი მიზანია, იმ ფაკულტეტს, რომელზეც ჩავირიცხები, ბოლომდე მივყვე და შევიმეცნო.

ალბათ, მთავარია, თავად დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ რაღაც შეგიძლია და შეგიძლია წარმატებას მიაღწიო”, – აღნიშნავს ლუკა ალადაშვილი.

Cesko