28 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქში 25 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 28 ივლისამდე დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 25 ივლისს დღისით +31, +33, ხოლო 26-27 ივლისს: +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.
„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 25 ივლისის დილამდე იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 26 ივლისს დღის მეორე ნახევრიდან და 27 ივლისს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებს (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი), 25 ივლისის დილამდე იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 26 ივლისს დღის მეორე ნახევრიდან და 27 ივლისს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 25-26 ივლისს დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 27 ივლისს აგრილდება.
ამასთან, დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი), მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 25-26 ივლისს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება, ხოლო 27 ივლისს დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 25-26 ივლისს დღისით +26, +28 გრადუსი იქნება, ხოლო 27 ივლისს დაიკლებს.
რაც შეეხება ქართლს (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი), 25 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 28 ივლისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 25 ივლისს დღისით +31, +33 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 ივლისს აგრილდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო), 25 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 28 ივლისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 25 ივლისს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 ივლისს დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო), მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.