უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და მიულოცა მას „რესპუბლიკური“ პარტიის კანდიდატად წარდგენა მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაგმო პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობის მცდელობა და მას მომავალში აბსოლუტური უსაფრთხოება უსურვა.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარების გაწევისთვის და ხაზი გაუსვა აშშ-ის კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერის გადამწყვეტ როლს ჩვენი ქვეყნის დასაცავად. ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ პირად შეხვედრაზე განიხილავენ, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის რაც შეიძლება მალე აღდგენისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში