ცვლილება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომელიც უკვე ამოქმედდა

0
99
22 Views

29 ივნისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზაფხულის რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ Palitravideo.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ეს რეჟიმი წელსაც, ისევე, როგორც წინა წლებში, დაახლოებით, 15 სექტემბრამდე შენარჩუნდება.

საზაფხულო რეჟიმზე გადასვლის შემდეგ შემცირდება ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა, რაც სტანდარტული პროცედურაა და ყოველწლიურად მგზავრთნაკადის შემცირების გამო ხდება.

შესაბამისად, ტრანსპორტის რაოდენობის შემცირების გამო მოსალოდნელია, რომ მოცდის დროც გაიზრდება.

Cesko