20 Views
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა. ეს, ამ ტურნირზე ერთი ქვეყნის მიერ მოპოვებული რეკორდული რაოდენობის ტიტულია. ესპანეთმა ევროპის ჩემპიონობა ოთხჯერ – 1964, 2008, 2012 და 2024 წლებში იზეიმა.
ესპანეთსა და ინგლისს შორის შეხვედრის პირველი ტაიმი 0:0 დასრლდა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში ნიკო ვილიამსმა გახსნა ლამინ იამალის საგოლე გადაცემით. შეხვედრის 72-ე წუთზე გათანაბრება შეცვლაზე გამოსულმა კოლ პალმერმა შეძლო, ხოლო 86-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალმა ესპანეთს მეორე გოლი მოუტანა.
დრამატული შეხვედრის მიწურულს, ინგლისს გათანაბრება შეეძლო, თუმცა, მომენტი უგოლოდ დასრულდა.