ჰასან ნასრალა: თუ „ჰამასი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწევს, „ჰეზბოლა“, ასევე, შეწყვეტს თავდასხმებს

0
120
26 Views

„ჰეზბოლას“ მეთაური ჰასან ნასრალა აცხადებს, რომ ტერორისტული ჯგუფის მიზანი ჩრდილოეთ ისრაელზე თითქმის ყოველდღიური თავდასხმების ბოლო ცხრა თვის განმავლობაში არის მოწინააღმდეგის მატერიალური, ფინანსური და გონებრივი ამოწურვა.

ნასრალა ამტკიცებს, რომ ჩრდილოეთ ისრაელში შექმნილა არსებულმა ვითარებამ ისრაელი არჩევანის წინაშე დააყენა „თუ მათ სურთ დარტყმების შეჩერება, მათ უნდა შეაჩერონ აგრესია ღაზაში“.

მისი თქმით, თუ ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში გარღვევა მოხდება, რასაც მოჰყვება ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში, ჰეზბოლა „ასევე შეწყვეტს“ თავდასხმებს ისრაელზე „ყოველგვარი დისკუსიისა და მოლაპარაკების გარეშე“.

Cesko