სტოლტენბერგმა დაასახელა სამი მიზეზი, რის გამოც, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ტრამპი აშშ-ს ნატოში დატოვებს

0
118
36 Views

ნატოს გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ახალ პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემთხვევაში, შეერთებული შტატები ალიანსის წევრად დარჩება. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმედოვნებს, შეერთებული შტატები არა მხოლოდ არ დატოვებს ნატოს, როგორც ზოგიერთი შიშობს, არამედ ალიანსის მთავარ მოკავშირედ დარჩება. მისივე თქმით, ტრამპის ასეთი გადაწყვეტილება სამი მიზეზით იქნება დაბალანსებული.

პირველი მიზეზი არის ის, რომ ძლიერი ნატო შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის მომგებიანია. აშშ უფრო ძლიერი იქნება ალიანსის 32 ქვეყნის ერთობასთან ერთად. რუსეთს არ აქვს ასეთი კავშირი ზურგს უკან, ჩინეთს არ აქვს ასეთი კავშირი”, – განმარტა მან.

სტოლტენბერგის თქმით, სხვა მოკავშირეებთან ერთად აშშ ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი იქნება. „აშშ არის მსოფლიო ეკონომიკის 25%, მაგრამ თავის პარტნიორებთან ერთად მსოფლიო ეკონომიკის 50%-ია, ამიტომ ძლიერი ნატო შეერთებული შტატების ინტერესებშია“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მეორე მიზეზი არის ის, რომ შეერთებულ შტატებში ნატოს წევრობის ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს. როგორც სენატში, ისე წარმომადგენელთა პალატაში ყველა იმეორებს, რომ შეერთებული შტატებისთვის მომგებიანია ძლიერი ალიანსი“, – განაცხადა ნატოს გენმდივანმა.

მან ასევე დაასახელა მესამე მიზეზი, რომლის თანახმადაც, წარსულში ტრამპის კრიტიკის მთავარი მიზეზი თავად ალიანსი კი არ იყო, „არამედ ის, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა უსაფრთხოებაში საკმარისი ინვესტიცია არ ჩადეს“.

„2014 წელს ნატოში 2%-იანი ინვესტიცია მხოლოდ სამმა სახელმწიფომ ჩადო, 3 წლის წინ 10 ასეთი მოკავშირე იყო, ახლა კი 23 სახელმწიფო აკმაყოფილებს 2%-იან ნორმას და ეს რიცხვი იზრდება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

Cesko