“მე გამოვალ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი!” – რას წერდა 8 წლის გიორგი მიქაუტაძე დღიურში

0
122
24 Views

“მე გამოვალ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი!” – ამაზე ოცნებობდა 8 წლის გიორგი მიქაუტაძე. მისმა მშობლემა ქართველი ფეხბურთელის დღიური Geo Team-ს აჩვენა, სადაც ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სკოლაში ყოფნის დროს დღიურში წერდა, რომ ის იქნებოდა საუკეთესო ფეხბურთელი.

საკუთარი ხელით შეკრულ დღიურში მიქაუტაძეს ჩანაწერებთან ერთად ფოტოკოლაჟიც აქვს გაკეთებული, როცა იმ დროს წარმატებული ფეხბურთელების ფოტოებს საკუთარ ფოტოებს ზედ აკრავდა.

ეს არის პატარა გიოს ხელებით გაკეთებული, როცა იყო 8 წლის, თემა ჰქონდათ სკოლაში, რა გამოხვალთ მომავალში – თავისი ხელით GEORGINIHO აწერია, ეს ლამაზად ასე შეკრა, გული, ეს პატარა დეტალები თავისი ხელით მოგვიტანა უკვე სახლში გაკეთებული.
დააკვირდებით, რომ თავისი სურათები აქვს დაკრული … 7-8 წლის იყო, ლიონში რომ შევიდა. სტატიები აქვს ამოღებული, და ფრანგულად უწერია, „მე ვიქნები ყველაზე მაგარი ფეხბურთელი მსოფლიოში“, აქაც უწერია, „მე ვარ საუკეთესო“,“ – ამბობს მიქაუტაძის დედა.

Cesko