დაფიქსირებულია ღრმა კოსმოსიდან მოსული რადიოსიგნალები – რას ნიშნავს ეს ჩვენთვის

July 1, 15:36
0
32

ღრმა კოსმოსიდან მოსული სიგნალი ასტრონომთა ახალ თავსატეხად იქცა.

მათ კარგად იციან, რა გამოსცემს ამ სიგნალებს. ესაა ნეიტრონული ვარსკვლავი, სახელად ASKAP J193505.1+214841.0 (შემოკლებით ASKAP J1935+2148), რომელიც ირმის ნახტომის სიბრტყეში, ჩვენგან დაახლოებით 15 820 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.

თუმცა, თავად სიგნალები სრულიად განსხვავდება აქამდე ნანახი ყველა სხვა სიგნალისგან. ვარსკვლავი პერიოდულ ძლიერ პულსებს გამოსცემს, რამდენიმეკვირიანი პერიოდებით, ზოგჯერ კი არის ისეთი პერიოდებიც, როცა სიგნალებს საერთოდ არ გამოყოფს.

სიდნეის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის ცნობით, რომელსაც ასტროფიზიკოსი მანიშა კალები ხელმძღვანელობდა, უცნობია, რატომ ხდება ასე. ეს უცნაური ვარსკვლავი მომაჯადოებელი გამოწვევაა ნეიტრონულ ვარსკვლავთა ევოლუციის მოდელებისთვის, რომლებიც ამჟამად საკმაოდ შორსაა სრულყოფილებისგან.

წყარო: 1tv.ge, მეცნიერება

Cesko