26 Views
თურქეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა მარდინისა და დიარ ბაქირის რაიონებში. დაშავებულია 78 ადამიანი. 5 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ხანძრის შედეგად დაღუპულია ასობით შინაური ცხოველი. ამჟამად ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.