40 Views
სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის შვილის, ნიკოს საქართველოში გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რასაც კომენტარებში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
ხალხი წერს, რომ მისი ჩამოსვლა „ქართული ოცნების” წარმომადგენლების დასანქცირებას უკავშირდებოდეს.
ამ ყველაფერს ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნანუკა თამაზაშვილი ეხმაურება და წერს:
„ვუყურე მორიგ „ექსკლუზიურ სკანდალს” ნიკოს საზაფხულო არდადეგებზე თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
თქვენი ინფორმაციისთვის მოკლედ დავწერ:
ნიკომ წარჩინებით დაამთავრა პირველი წელი და დაახლოებით, 3 კვირის წინ დაბრუნდა თბილისში ვინაიდან დაეწყო ზაფხულის არდადეგები, სულ ეს არის! ყველას ვუსურვებ შვილების ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს!“