24 Views
გიორგი გაბუნია საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს.
ამის შესახებ გაბუნია სოციალურ ქსელში წერს.
“ოჯახის სიწმინდის დღეს გილოცავთ. ღმერთმა ჯანმრთელად გიმყოფოთ თქვენი ოჯახის წევრები და ბედნიერები,“ – წერს გიორგი გაბუნია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 17 მაისს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.