„კარგი პერიოდია მგზავრობა-მოგზაურობისთვის, სადაც შეიძლება თქვენი ნამდვილი სიყვარული იპოვოთ“ – მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

0
143
21 Views

13-19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „იუთუბის” საკუთარ არხზე გააკეთა.

მისი თქმით, მიმდინარე კვირა წინაზე ბევრად უკეთესი იქნება, რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადადის.

მან ასევე განმარტა და შეაჯამა მიმდინარე კვირა ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის:

ვერძი

ეს ის პერიოდია, როცა იგრძნობთ როგორ მოიმატებს თქვენი ენერგოტონუსი. ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ლიდერული. შეძლებთ გლობალურ პროექტებშიც ჩაერთოთ. თქვენი მხრიდან სარისკო მოქმედებაც იქნება გამართლებული. შეძლებთ მიიღოთ მატერიალური დივიდენდებიც.

კურო

უნდა იყოთ ძალიან აქტიურები, სხვა გზა არ გაქვთ, რადგან ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ წლის განმავლობაში. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი, ფსიქოემოციურად უფრო სტაბილური ხდებით, შარმი, მიზიდულობა, ქარიზმა ერთიორად ამაღლებულია. შეძლებთ გაიუმჯობესოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა.

ტყუპები

ნელ-ნელა გამოცოცხლდებით, რადგან თქვენ გრძნობთ როგორ უახლოვდება მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანს. ენერგოტონუსი მოიმატებს, აქტიური მოქმედებებისთვის მეტად იქნებით მზად. სამყაროსგან მიიღებთ იმპულსს, იმისთვის, რომ ცვლილებები შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. გაგიჩნდებათ შინაგანი სიძლიერე და მოტივაციები. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია და ბევრი არ ილაპარაკოთ.

კირჩხიბი

ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, იმუნიტეტიც ძლიერია. ეს არის პერიოდი, მოულოდნელი, საინტერესო მოვლენებისა და შეხვედრებისა. მგზავრობა-მოგზაურობისთვის კარგი პერიოდია. მეგობრები, კოლეგები, საინტერესო პროექტებით შემოვლენ შენს ცხოვრებაში. ზოგიერთი თქვენგანი შეიცვლის სამსახურს, რაც უფრო პერსპექტიული იქნება და მაღალ ანაზღაურებადი.

ლომი

ეს კვირა წინაზე უკეთესია. ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, მებრძოლი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გადაიღალოთ. დაინდეთ თქვენი ორგანიზმი, თუმცა შეიძლება უკვე ახალი პროექტების დაწყება. შეგიძლიათ თქვენი გავლენების სფერო გააფართოოთ. თქვენი ახალი იდეები ყველას არ მოეწონება და ამას ყურადღება მიაქციეთ.

ქალწული

გაქვთ საკმაოდ აქტიური პერიოდი. თქვენი გაჩერება არ შეიძლება, ხართ არნახულად შრომისუნარიანები, მომთმენი, შეუპოვრები, მიზანდასახულები. ცვალებადი სიტუაციების მიუხედავად, შეძლებთ კორექტირებას თქვენი შეხედულებებისა, მრწამსისა. საკმაოდ კარგი პერიოდია საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობის კუთხით, სწავლისთვის, სულიერი განვითარებისთვის და მგზავრობა-მოგზაურობისთვის, სადაც შეიძლება თქვენი სიყვარული იპოვოთ.

სასწორი

ნელ-ნელა, მაგრამ გამოცოცხლდებით. ენერგოტონუსი უმჯობესდება, გემატებათ ენერგია, განწყობა უმჯობესდება, ნებისყოფა მატულობს, ხდებით უფრო ინტუიციური, ფინანსური წარმატების წინაშე აღმოჩნდებით. მიიღებთ ბონუსებს, პრემიებს. თქვენ შეგიძლიათ თქვენი მონაცემები კარგად წარმოაჩინოთ.

მორიელი

საკმაოდ კარგი და საინტერესო კვირაა თქვენთვის. პარტნიორები შემოგთავაზებენ არაჩვეულებრივ იდეებს. ზოგიერთ თქვენგანს გაუჩნდება სურვილი გქონდეთ უცხოეთთან კონტაქტი, რის გამოც შეიძლება დროებით დატოვოთ საქართველო. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ემოციური ფონით.

მშვილდოსანი

მოიმატებს არამარტო ენერგია, არამედ პასუხისმგებლობაც. ჩაერთვებით ახალ ვალდებულებებში, გაგიჩნდებათ საუკეთესო საქმე, ან ახალი სამსახური. დადგებით სიახლეების წინაშე. მოაწესრიგეთ ყველაფერი და იყავით ახალი დასაწყისისთვის მზად.

თხის რქა

ნერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, წარმატების ფაქტორი მაღალია, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენში აზარტს გაზრდის, რაც ძირითადად არ გახასიათებთ. იყავით ყურადღებით, აზარტის მიმართ, რადგან ამან შეიძლება პრობლემები მოგიტანოთ.

მერწყული

რასაკვირველია უკეთესი კვირა გაქვთ. უმჯობესდება ენერგოტონუსი, ჯანმრთელობა ხდება მდგრადი, თუმცა ხართ ნაკლებად მომთმენი. იგრძნობთ, რომ საოჯახო საქმეებში ყოფნა მოგბეზრდათ, ამიტომ რაღაც ახლის გაკეთება მოგინდებათ. იმატებს ინტუიცია, რისი მეშვეობითაც რაღაც საკითხებს თქვენს სასიკეთოდ შემოაბრუნებთ. არ დაუშვათ დიქტატი მოახდინოს ვინმემ თქვენზე. შეიძლება შეიძინოთ ახალი უძრავი ქონება.

თევზები

კარგი პერიოდი გაქვთ. ჯანმრთელობა მდგრადია, ენერგოტონუსი მაღალია, ფსიქოემოციურად უფრო სტაბილური ხდები. საინტერესო და დასამახსოვრებელი კვირა იქნება, რადგან აღმოჩნდებით მოულოდნელი შთაბეჭდილებების ქვეშ. შეიძლება შეცვალოთ თქვენი იმიჯი. ირგვლივ მყოფებს გააოცებთ. თუმცა, ნუ მოგივათ ზედმეტი, იყავით ყურადღებით და არ მოადუნოთ თვითკონტროლი.

Cesko