“გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც “ლევანტეს” სიამაყეა, გერმანიაში მიდის…” – რას წერს ესპანური გამოცემა?

0
228
15 Views

ეს­პა­ნურ­მა კლუ­ბებ­მა “ვა­ლენ­სი­ამ” და “ლე­ვან­ტემ” გუნ­დებ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ ქარ­თველ ლე­გი­ო­ნე­რებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დახ­ვედ­რა მო­უ­წყო და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­ლოც­ვას­თან ერ­თად, მათი ვი­დე­ო­ე­ბიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის კლუ­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლას ყველ­გან გან­სა­კუთ­რე­ბით გვი­ლო­ცა­ვენ…

გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­მა ვი­დე­ო­ში თქვა, რომ ის ახლა მთლი­ა­ნად შა­ბა­თის მატჩზე გა­და­ერ­თვე­ბა, როცა ჩვე­ნი დრო­ით 21:30 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და “ვა­ლენ­სია” “მა­ლი­ორ­კას” უმას­პინ­ძლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვილს, მის “ლე­ვან­ტეს” ჯერ კი­დევ აქვს შან­სი, ექ­ვსე­ულ­ში მოხ­ვდეს და “ლა ლიგა 1” -ში გა­და­სას­ვლე­ლად იბ­რძო­ლოს. ამის­თვის “ვა­ლი­ა­დო­ლი­დის” სტუმ­რად და­მარ­ცხე­ბა, რო­მე­ლიც მათ 4 ქუ­ლით უს­წრებს, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იქ­ნე­ბა – დღეს ეს და­პი­რის­პი­რე­ბა თბი­ლი­სის დრო­ით 17:00 სა­ათ­ზე იწყე­ბა.

ქარ­თვე­ლი ნა­ხე­ვარმცვე­ლის გუნდს, რო­მელ­მაც გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა, უახ­ლო­ეს მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თან ბოლო 7 მატ­ჩია, არ წა­უ­გია.

“გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად იქ­ნე­ბა დიდ კონ­ტი­ნენ­ტურ ტურ­ნირ­ზე მას შემ­დეგ, რაც სა­ბერ­ძნეთს პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში სძლია. ჩვენ­მა “ქო­ჩომ” თა­მა­შის 120 წუთი ითა­მა­შა და გა­დამ­წყვეტ რა­უნდში თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნიც და­არ­ტყა”, – ვკი­თხუ­ლობთ “ლე­ვან­ტეს” ოფი­ცი­ა­ლურ “ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე”.

მის შე­სა­ხებ სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა გა­მო­ცე­მა superdeporte.es – მა, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ:

“გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც “ლე­ვან­ტეს” სი­ა­მა­ყეა, გერ­მა­ნი­ა­ში მი­დის, ის კონ­ტი­ნენ­ტურ ტურ­ნირ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად ითა­მა­შებს. ეს ქვე­ყა­ნა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის დე­ბი­უ­ტან­ტია. მან სა­ბერ­ძნე­თის თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ა­ში და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ ამ დიდ ფო­რუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მო­ი­პო­ვა “ლე­ვან­ტეს” ახალ­გაზ­რდა მო­თა­მა­შემ არა მხო­ლოდ პირ­ვე­ლი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პე­ნალ­ტი გა­ი­ტა­ნა, არა­მედ მთე­ლი თა­მა­შის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ე­დან­ზე უდი­დე­სი სა­მუ­შაო შე­ას­რუ­ლა და უდა­ვოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ წარ­მა­ტე­ბა­ში.

“ლე­ვან­ტე” გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ინ­ტე­რე­სით აკ­ვირ­დე­ბო­და კლუ­ბის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შის ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში თა­მაშს და გულ­შე­მატ­კივ­რობ­და. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ის ითა­მა­შებს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და თა­ვი­სი გუნ­დის ერთ-ერთი ქვა­კუ­თხე­დი იქ­ნე­ბა”.

Cesko