ნუთუ უცხოპლანეტელები – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა პლანეტა სატურნზე

0
207
19 Views

ა­რი­ზის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რებ­მა სა­ტურ­ნის თა­ნამ­გზავრ მი­მა­სის ყი­ნუ­ლო­ვა­ნი გარ­სის ქვეშ “ახალ­გაზ­რდა” ოკე­ა­ნე აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ის სულ რა­ღაც 5-15 მი­ლი­ო­ნი წლის წინ ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

ცნო­ბის­თვის: მი­მა­სი – პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნის ბუ­ნებ­რი­ვი თა­ნამ­გზავ­რი, რო­მე­ლიც 1789 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნა ბრი­ტა­ნელ­მა ას­ტრო­ნომ­მა უი­ლი­ამ ჰერ­შელ­მა. სა­ხე­ლი ეწო­და ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის გმი­რის, გა­ი­ას ვაჟ მი­მა­სის პა­ტივ­სა­ცე­მად. ასე­ვე მო­იხ­სე­ნი­ე­ბა რო­გორც სა­ტურ­ნი I.

რო­გორც ჟურ­ნალ Nature-შიგა­მოქ­ვე­ყე­ბულ კვლე­ვა­შია ნათ­ქვა­მი, ეს აღ­მო­ჩე­ნა მი­მასს უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის.

მკვლევ­რე­ბი თა­ნამ­გზავრზე სი­ცო­ცხლის ფორ­მი­რე­ბას შე­საძ­ლებ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, დე­და­მი­წა­ზე სწო­რედ პირ­ველ­ყო­ფილ წყლებ­ში გაჩ­ნდნენ პირ­ვე­ლი ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბი მი­ლი­არ­დო­ბით წლის წინ.

“ეს არის მზის სის­ტე­მა­ში ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი თხე­ვა­დი წყლის მო­სა­ძებ­ნად. თა­ნამ­გზავ­რი ერთი შე­ხედ­ვით ძვე­ლი და უმოქ­მე­დო ჩანს, რო­მელ­ზეც შე­იმ­ჩნე­ვა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით კრა­ტე­რე­ბი. მი­მას­ზე ოკე­ა­ნის არ­სე­ბო­ბას დღემ­დე არა­ფე­რი მი­ა­ნიშ­ნებ­და”, – აცხა­დებს პა­რი­ზის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის ას­ტრო­ნო­მი ვა­ლე­რი ლენი.

მეც­ნი­ერ­თა თქმით, ოკე­ა­ნის არ­სე­ბო­ბა მი­უ­თი­თებს მი­მა­სის შიგ­ნით ძლი­ერ სით­ბოს წყა­რო­ზე, რო­მელ­მაც ყი­ნუ­ლი წყლად აქ­ცია. უფრო მე­ტიც, წყა­ლი ამ ყი­ნუ­ლო­ვა­ნი თა­ნამ­გზავ­რის ნა­ხე­ვარ­ზე მეტს შე­ად­გენს. აღ­მო­ჩე­ნა გა­კეთ­და NASA-ს კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დის Cassini-ის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბის ანა­ლი­ზით. მან გა­მო­იკ­ვლია სა­ტურ­ნი და მისი თა­ნამ­გზავ­რე­ბი 2004 წლი­დან 2017 წლამ­დე. მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ წყლის კონ­ტაქ­ტმა კლდო­ვან ბირ­თვთან შე­იძ­ლე­ბა “გა­უხ­სნას გზა სი­ცო­ცხლეს“. თუმ­ცა, ოკე­ა­ნე ჯერ საკ­მა­ოდ ახალ­გაზ­რდაა, შე­სა­ბა­მი­სად, არ არ­სე­ბობს გა­რან­ტია, რომ იქ უკვე არ­სე­ბობს სი­ცო­ცხლე.

წყარო: ambebi.ge

Cesko