„ისევ ლევანი და ისევ ამბავი ნაჩუქარ სიცოცხლეზე! კაცი, რომელიც ,,სიცოცხლეს“ აბრუნებს” – ქართველი ექიმი, რომლებმაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი გადაარჩინა

0
1104
23 Views

„ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნათია ბანძელაძე საზოგადოებას ქართველი ექიმის კიდევ ერთ საამაყო ისტორიას უზიარებს.

საუბარია „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის კლინიკის გადაუდებელი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელ, ლევან ჭელიძეზე, რომელმაც როგორც ირკვევა, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი 65 წლის ქალბატონი გადაარჩინა.

„ისევ ლევანი და ისევ ამბავი ნაჩუქარ  სიცოცხლეზე! გადაწურული იმედის შემთხვევაშიც ბოლომდე იბრძვის, არ ნებდება! „ლევანი ექიმო“ კაცი, რომელიც ,,სიცოცხლეს“ აბრუნებს.

5 საათიანი დაუღალავი ბრძოლის შედეგად, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი 65 წლის გადარჩენილი ქალბატონი”, – წერს ნათია ბანძელაძე.

Cesko