რუსთავში ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში ავტომობილი შევარდა – კადრები შემთხვევის ადგილიდან

March 14, 15:14
0
79

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში ავტომობილი შევარდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მძღოლი მანქანას აჩერებდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, დამუხრუჭება ვეღარ შეძლო და აფთიაქის ვიტრინას შეეჯახა.

შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

Cesko