“ჭიათურაში დრო გაჩერდა… სამი ულამაზესი და უჭკვიანესი გოგონა ვეღარასდროს გახდება დედა…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდებს ემშვიდობებიან

0
213
25 Views

საზანოში გუშინ დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. გარდაცვლილები სოფელში სტუმრად მყოფი ჭიათურელი ახალგაზრდები არიან.

“გუშინ საღამოს დრო გაჩერდა ჭიათურაში… არ ვიცი, რა მტკივა, მაგრამ უზომოდ რომ მტკივა, ვგრძნობ… ვუსამძიმრებ თქვენს დედებს, ასეთი მძიმე დედის დღე რომ გაუთენდათ, ვუსამძიმრებ პირველ სკოლას, უკვე მერამდენე შვილის დაკარგვას, ვუსამძიმრებ ქალაქს, სამი მზის ერთად ჩაქრობას, ვუსამძიმრებ ქვეყანას, სამი ანგელოზის გაფრენას… სამი ულამაზესი და უჭკვიანესი გოგონა ვეღარასდროს გახდება დედა…“ – წერს დაღუპულების ახლობელი.

ცნობისთვის, ტრაგედია თერჯოლის მუნიციპალიტეტში გუშინ საღამოს დატრიალდა. მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო. თავდაპირველად, სამწვერას ჩანჩქერის დასათვალიერებლად წასულებიდან ერთს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა, მის გადასარჩენად მდინარეში ოთხი ადამიანი გადახტა, თუმცა მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს.

Cesko