104 Views
ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, შვიდსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 43 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
ბანგლადეშის ჯანდაცვის მინისტრის, სამანტა ლალ სენის განცხადებით, 22 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
სახანძრო სამსახურის ცნობით, ცეცხლის ლოკალიზება 2 საათში მოხერხდა. მაშველებმა შენობიდან 75 ადამიანი გამოიყვანეს.