”სამჯერ დაიბარეს და არცერთხელ მივიდა საპატრიარქოში… სასულიერო პირი ქვეყნიდან რომ გადის, კურთხევას იღებს, ეს უბრალოდ, კურთხევის ნაცვლად, ბილეთებს იღებდა…” – კოკა მორგოშია პეტრე კოლხზე

0
750
36 Views

ვინ ემუქრება ლიკვიდაციით, პეტრე კოლხს? – დეკანოზის მიერ “ტვ პირველის” ეთერში გაკეთებულ  განცხადებას,ალტ-ინფოს   ლიდერი კოკა მორგოშია აფასებს.

მისი თქმით, თუ მუქარას ადგილი ჰქონდა, სასულიერო პირმა, არა მედიას, არამედ საგამოძიებო უწყებას უნდა მიმართოს. მორგოშია ამბობს, რომ თუ გომელაურის უწყება გამოძიებას დაიწყებს, მზად არის ჩვენება თავადაც მისცეს.

მორგოშიას მტკიცებით, მამა პეტრე კოლხს “ფობიები აქვს და ალბათ, თვითონ ეშინია რაღაცების”.

ჩვენიანები მას არ აშინებენ. ჩვენიანები იძახიან სიმართლეს – პოზიციას აფიქსირებენ. თუ ვინმე ემუქრება, არსებობს შესაბამისი სტრუქტურები. ინგა გრიგოლიას შოუს ნაცვლად, ჯობია, მას მიმართოს.

მეორე – თუ იმაზე ფიქრი დაიწყო, თუ რას ამბობს და რას არა, ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია”- განაცხადა მორგოშიამ.

“ალტ-ინფოს” ლიდერი კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ სასულიერო პირის განცხადებაზე მოკვლევა დაიწყება, ამბობს, რომ “ნორმალურ ქვეყანაში, (დეკანოზი მამა პეტრე) შეიძლება, ფსიქიატრიულშიც წაიყვანონ”.

სამჯერ დაიბარეს და არცერთხელ მივიდა საპატრიარქოში, როგორც მე ვიცი, სასულიერო პირი ქვეყნიდან რომ გადის, კურთხევას იღებს, ეს უბრალოდ, კურთხევის ნაცვლად, ბილეთებს იღებდა”- ამბობს ალტ-ინფოს ლიდერი.

 

Cesko