“გული მწყდება, რომ გულნატკენი წავიდა”, – რას იხსენებს ტურაშვილი სოსო ჯაჭვლიანზე

0
464
25 Views

რამდენიმე დღის წინ სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა.

ქართველი მსახიობისა და სპორტსმენის გარდაცვალებას დიდი ტკივილი მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში. ფორმულას ტელეეთერში ქართველმა მწერალმა დათო ტურაშვილმა ჯაჭვლიანზე ემოციურად ისაუბრა:

“ის ძალიან ნიჭიერი და კეთილი ადამიანი იყო, ისეთები, როგორებიც ყოველთვის გვემახსოვრება. მას ქართულ კინოში ისეთი როლები აქვს შესრულებული, რომ ყოველთვის ექნება ამ სფეროში ადგილი, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, ვინც სოსოს გული ატკინა.

შეიძლება ეს დაავადება ამ გულისტკივილით არ დამართნია, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს არ ვუფრთხილდებით… სოსოს ბევრმა ადამიანმა ატკინა გული და ნერვები მეშლება, რომ გულნატკენმა დაგვტოვა.”

Cesko