21 წლის ახალგაზრდა 3-მა კაცმა მოკლა?! – “ჩხუბი კაფეში დაიწყო… და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ბიჭი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ქუ­ჩა­ში მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ნა­ხეს

0
551
40 Views

თბი­ლის­ში დღეს მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახალ­გაზ­რდა ­კა­ცი სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რეს. 21 წლის ბიჭს ჭრი­ლო­ბა ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნეს. ის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ნი­კი­ტა აგი­ე­ვია. და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ბიჭი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ქუ­ჩა­ში მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ნა­ხეს. მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

რო­გორც სან­დო წყა­რო “ამბებს” უყ­ვე­ბა, ნი­კი­ტა აგი­ევ­სა და სამ ახალ­გაზ­რდას შო­რის სის­ხლი­ან და­პი­რის­პი­რე­ბას წინ კონ­ფლიქ­ტი უძღო­და, რო­მე­ლიც იქვე, კა­ფე­ში და­ი­წყო.

ახალ­გაზ­რდებ­მა შემ­დეგ ქუ­ჩა­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს. ნი­კი­ტა აგი­ევ­ზე თავ­დას­ხმა­სა და მკვლე­ლო­ბა­ში სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდა მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, რამ­დე­ნი დანა ფი­გუ­რი­რებს საქ­მე­ში.

წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, შსს-ს ახალ­გაზ­რდე­ბი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰყავს (სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით) და მათ მი­მართ სამ­ძებ­რო-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ასე­ვე, სა­უ­ბა­რია ახალ­გაზ­რდე­ბის კრი­მი­ნა­ლურ წარ­სულ­ზეც.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო. ამ ეტაპ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჯერ­ჯე­რო­ბით პო­ლი­ცი­ას და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არ და­უ­კა­ვე­ბია.

ambebi.ge

Cesko