„გეძლევათ უნიკალური შანსი“ _ რა უნდა გააკეთოთ 11 იანვარს

January 11, 15:47
0
690

11 იანვარს თხის რქის ნიშანში 2024 წლის პირველი ახალი მთვარეა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს მოვლენა თითოეულ ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. კერძოდ, აღნიშნულ დღეს იპოვით საკმარის მოტივაციასა და ძალას, რომ ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყოთ და ძველი სამუდამოდ დაუტოვოთ წარსულს.

2024 წლის პირველი ახალი მთვარე ყველაზე ხელსაყრელი კუროს, ქალწულისა და თხის რქის ნიშნებისთვის იქნება. დიდი შანსია, რომ აღნიშნულ დღეს თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები დაიწყოს და წარმატებას მიაღწიოთ იმ საქმეში, რომელიც ყველაზე მეტად გინდოდათ, რომ გამოგსვლოდათ. გარდა ამისა, შეგიძლიათ, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც სამომავლოდ არაერთ ბედნიერ დღესა და თავგადასავალს გაჩუქებთ.

ვერძისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნის წარმომადგენლებისათვის 2024 წლის პირველი ახალი მთვარე პირად და ოჯახურ ურთიერთობებში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას განაპირობებს. შესაძლოა, დაქორწინების, ურთიერთობის განსხვავებულ ეტაპზე გადაყვანის გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღოთ.

ტყუპისთვის, ლომებისა და თევზებისთვის ეს პერიოდი საკუთარ თავთან განმარტოებისა წარსულის დღეების გადაფასების შესაძლებლობა იქნება. შესაძლოა, აღმოაჩინოთ რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი, იპოვოთ მოტივაცია და რაღაცების შეცვლა, გარდაქმნა გადაწყვიტოთ.

კირჩხიბებისთვის, სასწორებისა და მორიელებისთვის ეს სტაბილურობის ეტაპი იქნება. საკუთარ თავთან ჰარმონიას იგრძნობთ და ნახავთ იმასაც, რომ რასაც აკეთებთ, სწორი და მართებულია.

რა შეიძლება ახალი მთვარის პერიოდში გავაკეთოთ?
2024 წლის 11 იანვარს ახალი მთვარე გაძლევთ შანსს, რომ თქვენი ცხოვრების მომდევნო 12 თვე დაგეგმოთ და მიზნებისა და განსახორციელებელი საქმეების შესახებ ჩანაწერები გააკეთოთ. ასე წარმატების მიღწევა გაცილებით გაგიადვილდებათ.

დრაკონი, აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, ყველაზე შრომისმოყვარე ნიშანია და ადამიანების თავდადებას განსაკუთრებით აფასებთ. ამიტომაც, თუ გსურთ, რომ წლის განმავლობაში წარმატებას მიაღწიოთ, ახალი მთვარის პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენეთ – წამოიწყეთ ახალი საქმეები, დაიწყეთ რაიმეს შესწავლა, იყავით აქტიური და შრომისმოყვარე. თქვენი მონდომება აუცილებლად დაფასდება.

რა არ უნდა გააკეთოთ ახალი მთვარის პერიოდში?გაითვალისწინეთ, რომ სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება ახალი მთვარის პერიოდში განსაკუთრებით სარისკოა, რადგანაც ადამიანები, როგორც წესი, მომატებულ შფოთვასა და ემოციურობას გრძნობენ. ნუ გადაწყვეტთ დიდი თანხის რაიმეში დაბანდებას, შეძენას, ასევე, საცხოვრებლის, სამსახურის შეცვლას, იმიჯის მკვეთრ ცვლილებას, საყვარელ ადამიანთან დაშორებას. მომდევნო დღეებში თქვენი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეაფასეთ და შემდეგ განახორციელეთ.

სხვა ახალი ამბები:

ბედის ნიშნების ამოცნობა ნუმეროლოგიის გამოყენებით: რას ნიშნავს თქვენი ბინის ნომერი, როგორ ხდება მისი გამოთვლა?!

მოსალოდნელი ამინდი საქართველოში: „დედაქალაქში მოსალოდნელია -13 გრადუსი, ზოგადი საფრთხეებია: ძლიერი ქარი, წყალდიდობა და მეწყერი“ – სინოპტიკოსის პროგნოზი

🎥 “ლიზა ჩემთვის მთელი გალაქტიკა და სამყაროა” – ირაკლი მაქაცარიას გულახდილი ინტერვიუ ცოლ-შვილზე

თედოს მორიგი საოცრება ! ყველა შოკშია, სცენაზე იფრინეს – თედო ბექაურის და ანნა ბირთველიშვილის ბრწყინვალე „ქუიქსტეპი“ (ვიდეო)

“პატრიარქმა დამადო ხელი ხელზე და მითხრა… ამ სიტყვებმა ყველაფერი შეცვალა“ – რას იხსენებს ტარიელ ხარხელაური ილია მეორისა და თავისი მოკლული შვილის შესახებ

ფოტოები : შორენა ბეგაშვილმა ახალი წელი დუბაიში შვილთან და მეგობარ მამაკაცთან ერთად აღნიშნა

გიორგი სუხიტაშვილის და სოფო ხალვაშის ბრწყინვალე დუეტები და ნიკა ნიკვაშვილის შეუდარებელი აკომპანემენტი (ვიდეო)

Cesko