გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება, რომ 3-5 იანვარს საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, განსაკუთრებით კი, დასავლეთ საქართველოში:
“3-5 იანვარს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – წერს სააგენტო.
სხვა ახალი ამბები:
როგორ შეძლებთ თვითნებურად დაკავებული მიწის დაკანონებას – იურისტის განმარტება (ვიდეო)
„საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“ – როგორ შეხვდნენ ბერა და ნანუკა გუდავაძე ახალ წელს ბრაზილიაში
თბილისში, ქუჩაში ცნობილი მოცეკვავე გარდაცვლილი იპოვეს – შემთხვევის ადგილიდან კადრები ვრცელდება
„გაგონება აღარ შემიძლია, ყველა მხრიდან შენ ჯღავი!“ – ნიკა გვარამია სოფო ნიჟარაძეს
საზარელი მკვლელობა ბათუმში: ახალგაზრდამ ცოლი მოკლა – დეტალები