“მეც დავშორდი შეყვარებულს 5 წლიანი ურთიერთობის მერე, ვკვდებოდი ცუდად ვიყავი , მაგრამ წამოვდექი! რომ შემოდიხარ პროექტში ანუ ხარ ამისთვის მზად! თუ არ ხარ კიდევ რას მოდიხარ რომ მოდიხარ” – ანა ქურდაძე მიმართვას ავრცელებს

0
358
22 Views

“პრაიმ ჰაუსის” ფინალისტი ანა ქურდაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

” ამ ბოლო წამებში რა ჯინი გჭირთ რომ მხოლოდ ჩემს ცუდად წარმოჩენაზე ხართ ორიენტირებულები?
პირველი ფეიკია და მეორე რეალური ჩემი და სალომეს მიმოწერა! რომელიც ვერც კი ვნახე თავიდან იმდენი შეტყობინება შემომდიოდა …
ყველას აქვს გულშემატკივრობის უფლება!
და რომც დამეპატიჟა და მოსულიყო, რა?!
თაიამ პირველივე ლაივზე თქვა რომ არ მექნება პრობლემა თუ გადავიკვეთეთო!
რას ვერ ხვდებით? არ იცით რომ ეს სიტუაცია ყველაზე კარგი თაიასთვის იქნებოდა ჭკუა რომ ეხმარა!
ქალი შემოვიდა პროექტში ახალი თაია ვარო, რომ ვეუბნებოდი არ ხარ მზად ამისთვისო არაო! რას ამბობო! რომ ვეუბნებოდი ემოციურად არ გაქვს გავლილი და ისევ იქ ხართქო! არაო! რეებს მაბრალებო! წამოვდექიო! ძლიერი ვარო!
თუმცა ბოლო წამამდე ვიცოდი თაიას რეალური ემოციურობა, ის რომ ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან და ამიტომ ვუთხარი მოდიანთქო.
ჩემს თაის მიმართ თანაგრძნობას ვინც ვერ ხედავს არც გაქვს ემპათიის უნარი…
თუმცა თაია რომ დარჩენილიყო, ამაყად მდგარიყო, არ შეემჩნია სტუმრები დაამტკიცებდა რომ გადალახა ყველაფერი. დაამტკიცებდა რომ მართლა ძლიერია.
თუმცა ისე ჩემი სიტყვები დამტკიცდა რასაც სულ ვეუბნებოდი. და თავისი ყველა ქმედება და ზოგადად პროექტში შემოსვლიდან ბოლომდე რისთვისაც იბრძოლა წყალში ჩაყარა რომ ვერ დარჩა და წავიდა!
სალომესთან კი მე არანაირი მიმოწერა არ მქონია მოსვლა არ მოსვლაზე!
რომ მნდომოდა მანამდე დავპატიჟებდი სანამ თაია გავარდებოდა და არა ბოლოს!
და კიდევ საფინალო ეტაპზე ამაზე საუბარი არ უნდა მიწევდეს!
არ ვარ ვალდებული რამე ავხსნა!
გამგები გაიგებს!
და კიდევ მეც დავშორდი შეყვარებულს 5 წლიანი ურთიერთობის მერე, ვკვდებოდი ცუდად ვიყავი , მაგრამ წამოვდექი!
ნუ გახადეთ ეს ისტორია დრამაზე დრამა!
ყველას გვაქვს ცუდად ყოფნის პერიოდები , მაგრამ ვდგებით!
რომ შემოდიხარ პროექტში ანუ ხარ ამისთვის მზად! თუ არ ხარ კიდევ რას მოდიხარ რომ მოდიხარ?
ანამ უნდა იზრუნოს ყველას ემოციებზე? მერე ანას გადაუაროთ?
მიხედეთ თქვენ თავებს !
კომენტარებს ვთიშავ! არ მინდა განხილვა!” – წერს ანა.

Cesko