დაიჭირეს უკრაინელი ქალი, რომელიც ნარკოტიკებს სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა და მერე ინტერნეტის მეშვეობით ყიდდა – ტაძრის ეზოში 9 ადგილას ჰქონდა დამალული…

0
777
23 Views

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. სპეცოპერაცია გრძელდება და პოლიცია ამბობს, რომ დაკავებულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, რამდენიმე ეტაპად განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და თანხა. დაკავებულია სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 41 პირი, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია. ისინი იემენის, ნიგერიის, ეგვიპტის, ირანის, რუსეთის, უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები.

“დავაკავეთ უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომელიც ათავსებდა სვეტიცხოვლის ეზოში 9 ადგილას განათავსა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით”, – თქვა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ.

სხვა ახალი ამბები:

ლავროვი: “არაფერია კარგი იმაში, რომ ნატო-ს აგრესიული ქვეყანა ცდილობს ამიერკავკასიაში შეღწევას, სადაც არ უნდა გამოჩნდნენ ამერიკელები და მათ აქვთ ასობით ბაზა მთელს მსოფლიოში, ეს არსად იწვევს რაიმე კარგს”

 

გიორგი სავანელი აღშფოთებულია და საზოგადოებას დარაზმვისკენ მოუწოდებს

 

რა მოხდება დედამიწაზე – ნახეთ 15 წლის წინასწარმეტყველმა ბიჭმა შოკისმომგვრელი პროგნოზი გააკეთა და მსოფლიო აალაპარაკა

 

(ვიდეო) დამანგრეველი ქარიშხალი და წყალდიდობა, დაღუპულია სულ მცირე 2000 კაცი, ასეულობით უგზო-კვლოდ დაკარგულია – რომელ ქვეყანას დაატყდა საშინელი სტიქია?

 

„შეიძლება თბილისშიც იგივე განმეორდეს, რაც შოვში მოხდა! აქ არის ოცამდე საშიში ლოკაცია, რომელთან მიკარებაც არ შეიძლებოდა! ეს ,,სიკვდილის ბიზნესია“! – ანზორ საკანდელიძე

Cesko