ქობულეთში სოფელ კონდიტში მცხოვრები მინდია ჯაფარიძე წუხელ განვითარებულ სტიქიურ მოვლენებს იხსენებს.
„ამბებთან“ საუბარისას ამბობს, რომ მეწყერმა საძინებელი ოთახის კარი მაშინ შეამტვრია, როდესაც მამა-შვილს ეძინათ. მინდია ჯაფარიძე იხსენება, ხუთი წლის წინ მეწყერი მისი სახლის ეზოში განვითარდა, მაშინ ქობულეთის მერიამ ფერდსამაგრი სამუშაოები ჩაატარა.
“საბედნიეროდ, არავინ დაშავავეულა. ღამის ორი საათი იქნებოდა, შვილთან ერთად ოთახში ვიწექით, კედელთან მიწის მასა მოვიდა და უკვე თავზე დამეფარა მიწა, მეწყერმა კარი შემოანგრია. ოთახში მე და ჩემი 18 წლის შვილი ვიყავით, ერთი შვილი გარდაცვლილი მყავს. ჩემი მეუღლე თურქეთში ემიგრაციაში იმყოფება. მომხდარიდან მალევე 112-ს შევატყობინეთ, შესაბამისი სამსახურები მალევე მოვიდნენ. დღეს დილით გეოლოგებიც იმყოფებოდნენ.
ამ დროისათვის თავს ბიძაშვილებს ვაფარებ. სახლი ძალიან არ დაზიანებულა, სადაც პირველი დარტყმა მოხდა, იქ ვიყავი. მეწყერი იქ განვითარდა, სადაც არავის არ გვქონდა მოლოდინი. ახლა ძლიერმა წვიმამ სად დატოვა ნაპრალები, არ ვიცით, სწავლობენ გეოლოგები. მეწყერი სახლის ეზოში ხუთი წლის წინაც იყო, მაშინ მერიამ გააკეთა ფერდსამაგრი, მხოლოდ ჩვენთან იყო სტიქია. ჩემი სოფელია ზედა კონდიტი”, – თქვა მინდია ჯაფარიძემ.
ambebi.ge
უახლესი ამბები: