22 Views
“სახლთანაა მეწყერი მოსული, რა დროს წაგვიღებს არ ვიცი. მიდის მიწა… ” _ ამ შინაარსის შეტყობინება “გურია ნიუსმა” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებიდან მიიღო.
შეტყობინების ავტორმა ვიდეო და ფოტომასალაც “გურია ნიუსს” მიაწოდა. ვიდეოში ჩანს, რომ ღობის ნაწილი უკვე მეწყერშია მოყოლილი.