ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

September 2, 17:27
0
185

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბათუმელები“ ავრცელებს.ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა.გარდაცვლილები თურქეთის მოქალაქეები, 25 და 38 წლის მამაკაცები არიან. დაშავებულია ასევე თურქეთის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე.დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.„პრაიმტაიმი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

Cesko