„ჩვენი სიყვარული მეცხრე კლასში, სოხუმში დაიწყო, მერე იყო განშორება…“ – წყვილმა ერთმანეთი 40 წლის შემდეგ იპოვა

0
1301
41 Views

ზღვა კი არა ოკეანესაც გადაცურავს თურმე სიყვარული – წყვილმა ერთმანეთი 40 წლის მერე იპოვა. აფხაზეთის ა/რ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, სოხუმელმა ნინო კვარაცხელიამ, წლების წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაწყვიტა ცხოვრების გაგრძელება.

ნინო უკვე იმ ასაკში იყო, რომ სრულად ჰქონდა გაანალიზებული, რომ წინ დიდი გამოწვევები ელოდა. ნინომ ემიგრაციაში ყოფნისას დაკარგა უახლოესი ადამიანები. ამიტომ ერთი პერიოდი, საერთოდ ჩამოშორდა სოციალურ ქსელს და დეპრესია ჰქონდა.

გარკვეული დროის გასვლის შემდგომ კი ნინომ სოციალურ ქსელში სიახლის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

„არასოდეს ვუყურებდი სამყაროს ვარდისფერი სათვალეებით, თუმცა ჩემი ოცნების მდელოზე ბავშვობაში ანალოგიურად მეც ველოდი იმ ერთს, რომელიც რეალურად მოვიდოდა ჩემს ცხოვრებაში, ემზარ ჯღარკავა სულ მჯეროდა, რომ მოხვიდოდი და სამყაროს გამიფერადებდი. თუნდაც, 40 წლის შემდეგ. ჩვენი სიყვარულის ისტორია მეცხრე კლასში, სოხუმში დაიწყო. გვქონდა მიზეზი არ გაგვეხმაურებია ჩვენი ურთიერთობა, მერე იყო განშორება, რომელიც დროებითი გვეგონა, მერე იყო ჩვენგან დამოუკიდებელი უამრავი გარემოება… ტრადიცია, ომი, ემიგრაცია და ათასი უსიამოვნება….მაგრამ არ ეწერა ამ სიყვარულს უკვალოდ გაქრობა….40 წლის შემდეგ, როდესაც ორივეს ხელი გვქონდა ჩაქნეული პირად ბედნიერებაზე, სწორედ მაშინ სადღაც ,,მაღლა” დაიწერა ჩვენი სიყვარულის მორიგი სცენარი…დაუჯერებელი დამთხვევებით და სიურპრიზებით… ემზარ ჯღარკავა მადლობა რომ სიცოცხლისკენ მომაბრუნე, მადლობა რომ დაბრუნდი ჩემს ცხოვრებაში, შენი რიჟა გოგო, ამას არასოდეს დაგივიწყებს.”,-წერს ნინო კვარაცხელია. „არასოდეს იცი სად რა გელოდება…რა სიურპრიზს გიმზადებს ცხოვრება…სასწაულების გჯეროდეთ. ზღვა კი არა ოკეანესაც გადაცურავს თურმე სიყვარული”, – ასე ეხმიანებიან წყვილის გაბედნიერებას სოციალურ ქსელში.

 

წყარო: https://primetime.ge/

Cesko