ახლახანს ქართული რაგბის ლეგენდა გარდაიცვალა

0
1156
21 Views

ახლახანს ლეგენდარული ქართველი მორაგბე, ბესარიონ ლილუაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“სპორტის სამინისტრო ლეგენდარული ქართველი მორაგბის, ბესარიონ ლილუაშვილის, გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ბესარიონ ლილუაშვილი ქართველ მორაგბეთა პირველი თაობის წარმომადგენელია. იგი კარიერის განმავლობაში ასპარეზობდა ქუთაისის ,,აიაში”, ,,ლოლომოტივსა” და ,,ჩოხატაურში”.
ბესარიონ ლილუაშვილი გახლდათ საბჭოთა კავშირის სამგზის (1987, 1988, 1989) ჩემპიონი და ორგზის ბრინჯაოს (1981, 1985) პრიზიორი. ერთა თასის ორგზის ვერცხლის (1986-87, 1988-89) და ორგზის ბრინჯაოს (1981, 1983) პრიზიორი. 1989-1990 წლებში საქართველოს ნაკრებში ჩაატარა სამი მატჩი.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განსაკუთრებულად აფასებს ბესარიონ ლილუაშვილის წვლილს ქართული რაგბის განვითარებაში, უსამძიმრებს მის ახლობლებსა და მეგობრებს” – ნათქვამია განცხადებაში.

Cesko