“1930 წელი, ფილმი “ბუბა”, რომლითაც ნუცა ღოღობერიძემ შოვის ტრაგედია იწინასწარმეტყველა” – რას ჰყვება ლანა ღოღობერიძე დედის გადაღებულ, საბჭოთა ხელისუფლების აკრძალულ და 2016 წელს ძლივს ნაპოვნ ფილმზე?

0
3592
18 Views

შო­ვის ტრა­გე­დი­ის ამ მძი­მე დღე­ებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად აზი­ა­რე­ბენ ქარ­თულ დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მს “ბუბა“, რომ­ლის რე­ჟი­სო­რი ნინო (ნუცა) ხუ­ციშ­ვი­ლი – ღო­ღო­ბე­რი­ძეა. ფილ­მი რა­ჭას და რაჭ­ვე­ლებს ეძღვნე­ბა. გა­და­ღე­ბუ­ლია 1930 წელს და მას­ში ამ კუ­თხის რო­გორც ყოფა-ცხოვ­რე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ეპი­ზო­დე­ბია ნაჩ­ვე­ნე­ბი, ასე­ვე მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი, ქვა­თაც­ვე­ნა, ხე-ტყის მო­პო­ვე­ბა, საფრ­თხის შემ­ცვე­ლი ცხოვ­რე­ბა მდი­ნა­რის სი­ახ­ლო­ვეს და ისიც, თუ რო­გორ მი­ვი­და შოვი სა­კუ­რორ­ტო ეტა­პამ­დე.

სი­უ­ჟე­ტი ასე იწყე­ბა – რა­ჭა­ში ჩა­სუ­ლი მოგ­ზა­უ­რი, ტუ­რის­ტი იწყებს ამ კუ­თხის გაც­ნო­ბას. “ბუბა“ 5 ნა­წი­ლი­სა­გან შედ­გე­ბა და ყო­ვე­ლი თავი თი­თო­ე­ულ ამ თე­მა­ზე მოგ­ვი­თხრობს, რაც ვახ­სე­ნეთ. მისი სა­ხელ­წო­დე­ბა კი უკავ­შირ­დე­ბა მყინ­ვარ ბუ­ბას.

Cesko