„იპოვეს გვანცას მანქანა. გოგოები შიგნით არ არიან… პატარა იმედი ისევ გაგვიჩნდა!“ – რას ინფორმაციას ავრცელებს შოვში დაკარგული გვანცა და სალომეს ახლობელი?

August 15, 08:21
0
916

დამეწყრილ შოვში გვანცა ბუბაშვილის მანქანას მიაგნეს. ინფორმაციას დაკარგული გოგონას ახლობელი სოციალურ ქსელში ავრცელებს:

„ძალიან ბევრი მწერთ პირადში, ყველას ვერ გიპასუხებთ და აქ დავწერ, იპოვეს გვანცას მანქანა. გოგოები შიგნით არ არიან, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ უკვე აღარ ვიცით. პატარა იმედი ისევ გაგვიჩნდა, რომ სადღაც იმალებიან და ცოცხლები არიან. ისევ ვეძებთ სალომე ხეთაგურს და გვანცა ბუბაშვილს,“ – წერს დეაკო ძამაშვილი.

Cesko