„სამი გიორგი, ვერ ვიჯერებ ბიჭებო, კლასელები და მეზობლები …გიო გუშინ ქორწილში მეჯვარე იყო და იქედან მოდიოდნენ” – ვინ არიან იგოეთში მომხდარი ავარიისას დაღუპულები?

0
5399
29 Views

 

უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია მოხ­და კას­პი-იგო­ე­თის გზა­ზე – ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას, ამ დრო­ის­თვის და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 3 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც ჯერ არ არის და­ზუს­ტე­ბუ­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია კი­დევ ერთი, მე­ო­თხე პირი.

სამი გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია. და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან: გი­ორ­გი წიკ­ლა­უ­რი,გი­ორ­გი ხუ­ციშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ჯან­ჯა­ლაშ­ვი­ლი. სა­მი­ვე მათ­გა­ნი კლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ და კას­პში, ერ­თმა­ნე­თის მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­დნენ.

“სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია მოხ­და, შეძ­რუ­ლია მთე­ლი კას­პი. სა­მი­ვე ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი, კლა­სე­ლე­ბი და მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ ამ­ბო­ბენ, გიო გუ­შინ ქორ­წილ­ში მეჯ­ვა­რე იყო და იქე­დან მო­დი­ოდ­ნე­ნო. თუმ­ცა, და­ზუს­ტე­ბუ­ლი არა­ფე­რია ჯერ. კი­დევ ვრცელ­დე­ბა მე­ო­თხე გარ­დაც­ვლილ­ზე ინ­ფორ­მა­ცია. ვი­საც შე­ე­ჯახ­ნენ, იმათ მხა­რეს და­ი­ღუ­პა ერთი ახალ­გაზ­რდაო” – გა­ნუ­ცხა­და ambebi.ge-ს გარ­დცვლი­ლი ბი­ჭე­ბის ახ­ლო­ბელ­მა.

შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მოხ­და. თვითმხილ­ვე­ლის ცნო­ბით, ერ­თმა­ნეთს ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. რის გა­მოც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლი მოძ­რა­ო­ბა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი შე­ფერ­ხე­ბუ­ლი იყო.

მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

წყარო:”ამბები.ჯი”

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი:

შესაძლოა გარდაცვლილი იყოს კი­დევ ერთი, მე­ო­თხე ადამიანი – „შეძრულია მთელი კასპი, ვერ ვიჯერებ ბიჭებო“ – რა ინფორმაცია ვრცელდება?!

„გიო წიკლაურის დედა საზღვარგარეთ იყო, ახლა ჩამოვიდა შვილის ქორწილისთვის და…” – მანქანა ჯერ სხვა ავტომობილს დაეჯახა, მერე ხეებში შევარდა, რამ გამოიწვია კასპში საშინელი ავარია?

Cesko