15 წლის გოგოზე ბიძა სე@სუალურად ძალადობდა – უმძიმესი ისტორია

July 18, 23:38
0
999

15 წლის გოგოს ბიძა წლების განმავლობაში სექსუალურად ავიწროებდა, ბებიამ კი ყველაფერი იცოდა და მოზარდს გაჩუმებას აიძულებდა. ყველაფერი მაშინ გაირკვა, როდესაც გოგონა ემიგრაციაში მყოფ დედასთან ჩავიდა და ბიძის საზარელი დანაშაულის შესახებ უამბო.

ახალგაზრდა ქალი “P.S-ს” ღიად უყვება თუ როგორ აღმოჩნდა მისი არასრულწლოვანი შვილი ბიძის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. გოგონა 15 წლის იყო, როდესაც მასზე ძალადობა დაიწყო. რესპონდენტი ჰყვება, რომ ბიძა, რომელიც მამის ოჯახს ხშირად სტუმრობდა, მოზარდს ეროტიკული შინაარსის ვიდეოებს უგზავნიდა და სქესობრივ კავშირზე დათანხმებას ცდილობდა. ბავშვმა მოძალადისგან თავის დაღწევა რამდენჯერმე შეძლო. მომხდარის შესახებ კი მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ემიგრაციაში მყოფ დედასთან ჩავიდა და თავი უსაფრთხოდ იგრძნო.

ბიძის მხრიდან მოზარდის შევიწროებას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. დედა ყვება, რომ ფაქტის შესახებ ცნობილი იყო ბებიისთვის, რომელმაც არასრულწლოვან გოგონას ორი წლის განმავლობაში გაჩუმება აიძულა. მამის ოჯახმა ფაქტზე გამოძიების დაწყება საჭიროდ არ ჩათვალა.

ბებია მედიასთან ადასტურებს სავარაუდო და

მომხდარის შესახებ იცოდა. ქალი ამბობს, რომ ბავშვის ბიძას პირადად გაუსწორდნენ.

P.S.-მა მოიპოვა მიმოწერა, სადაც ბიძა პირადად ადასტურებს მოზარდის სექსუალურ შევიწროებას.

„ვის რა პასუხი უნდა გავცე. ყველაზე მეტად ვიცი რა არაადამიანიც ვარ, არაკაციც. ამის მერე, სიკვდილზე მეტს არაფერს არ ვიმსახურებ. გამოვსირდი და არაადამიანური გავაკეთე. ვეღარ გამოვასწორებ ამ ყველაფერს. ვერავის ვერ ვუყურებ ისე, როგორც ადრე“, – აღნიშნულია ბიძის მიმოწერაში.

მტკიცებულებების მიუხედავად, ფაქტის შესახებ პოლიციისთვის ამ დრომდე არავის მიუმართავს. უცხოეთში, სამუშაოდ მყოფი დედა სამართალდამცველებისგან შესაბამის რეაგირებას ახლა ითხოვს.

წყარო: „რუსთავი2“

Cesko