(ვიდეო) “ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, განსაკუთრებული გრძნობა: გიორგიმ ძირეულად შეცვალა ჩემი ყოველდღიურობა”- ლიზა ჩიჩუას დედა შვილიშვილზე ყვება

July 14, 19:13
0
532

ლიზა ჩიჩუა ცნობილი მშობლების, ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის შვილია. ქეთი ტელეეკრანებზე განსაკუთრებით ხშირად ჩანს, ამჯერად მან „იმედის“ ეთერში ბებიობისა და ახალი ამპლუის შესახებ ისაუბრა:

„41 დღის ბებია ვარ უკვე. ეს არის სრულიად  წარმოუდგენელი, განსაკუთრებული გრძნობა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ძირეულად შეცვალა ჩემი ყოველდღიურობა. აი, მაგალითად, მე ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა მიყვარს, ერთი თვით ადრე ვიცი, სალონში როდის მივდივარ. გიორგის დაბადების შემდეგ კი, ხან 5 წუთით მაგვიანდება, ხან – 10, ხან საერთოდ ვაუქმებ. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ დრო მასთან გავატარო,“ – განაცხადა ასათიანმა.

Cesko