23 Views
მსახიობი გიორგი ყიფშიძე შვილებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს.
„ვინც შეწუხდა წინა ვიდეოს გამო, ძიძასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მადლობა მინდა გითხრათ. ძალიან ბევრი ადამიანი გვგულშემატკივრობს. ვინც ნერვიულობთ, მინდა დაგაწყნაროთ, ჩემმა მეგობარმა კონკრეტული საჩუქარი გამიკეთა, მახარა… ისე გააკეთა, რომ ძალიან მაგარ ბაღში მიიტანა ამბავი ჩემი პრობლემის შესახებ და შემდეგ იქ გამიკეთეს საჩუქარი. კერძო ბაღში ორივე ბავშვი უფასოდ მივიყვანე. ძალიან დიდი მადლობელი და მადლიერი ვარ,” – ამბობს მსახიობი.