კიდევ ერთი კეთილი რჩევა ხელისუფლებას:
წლის ბოლოს ჩვენ არავითარ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, მე ასე მგონია;
ხოდა თავი ანებეთ ცრუ მოლოდინების შექმნას საკუთარი თავისთვისაც და ხალხისთვისაც; დიდი, ამაო მოლოდინები შემდგომ ასეთსავე დიდ ფლუსტრაციას იწვევს; ამ კოცონზე კი იცით, რამდენი რჯულის ჭინკა აპირებს ხელის მოთბობას..
მახსოვს, 2012 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში და თავის ძალას “ქართული ოცნება” დაარქვა, ინტერვიუ მივეცი გაზეთს, სადაც ვთქვი – ამ სახელის დარქმევა პოლიტიკური ძალისთვის შეცდომაა, რადგან, ჯერ ერთი, ქრისტიანული თვალსაზრისით, ოცნება ცოდვაა და მეორეც – სიტყვა “ოცნება” ქმნის გადაჭარბებულ მოლოდინებს, რომ ეს გუნდი ყველას თავის, თუნდაც მერკანტილურ ოცნებას აუსრულებს, ეს კი უტოპიაა; ამიტომ ამას საზოგადოების დიდი ფლუსტრაცია მოჰყვება მეთქი; და განა ასე არ მოხდა?..
ხოდა რა უნდა ქნათ ახლა პირველ რიგში? – საინფორმაციო ზომბ-მანქანების ეთერებიდან უნდა ნომერ პირველი სიუჟეტებიდან მოხსნათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა – რაც უფრო ნაკლებად იქნება ამაზე საუბარი, მით უკეთესი; ეს შეუწყობს ხელს პრევენციასა და პროფილაკტიკას და წლის ბოლოსთვის ხალხიც ნაკლებად იქნება თავგასიებული და გაბრუებული ამ თემითა და მოლოდინებით, შესაბამისად კი ფლუსტრაციაც ნაკლები იქნება;
მით უფრო, ეს სტატუსი, ყველამ კარგად ვიცით, რომ არაფერია, ქიმერაა, ბუტაფორია – ჭეშმარიტი ”ოპიუმ დლა ნაროდა”, რაც წითელმა ეშმაკუნებმა შეარქვეს იმ ავბედით წლებში რელიგიას.
ყველა შემთხვევაში წლის ბოლოს გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური – და სულაც არავის სჭირდება რაღაც ასეთივე ბუტაფორიული 12 კვადრატში პუნქტების შესრულება;
დასჭირდათ შვედეთის და ფინეთის ნატოში მიღება? – ფიანდაზები დაუგეს, და ეს ყოველგვარი 12 კვადრატში პუნქტების, დათქმების, მაპებისა და მაპზე მეტების გარეშე;
ასე რომ, ასეა ეს;
დააცხვრეთ ხალხის ვნებები სტატუსის თემის გარშემო;
თქვენც წაგადგებათ და ქვეყანასაც;
ეს არაა ის გვირაბი, რომლის ბოლოსაც სინათლე მოსჩანს;
ეს არქიფო სეთურის გვირაბია, რომელსაც გზა არსაით ჰქვია…
ხათუნა საგინაშვილი, ჟურნალისტიკის დოქტორი; სოციალური ქსელი