„თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ლისის ტბისკენ მიეშურებიან

July 8, 13:44
0
224

თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ აქცია იმართება. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ვაჟა-ფშაველას გამზირზე შეიკრიბნენ, სადაც განაცხადეს, რომ „თბილისი პრაიდის” მონაწილეებს „პრაიდ ფესტივალის” გამართვის საშუალებას არ მისცემენ.

ამ წუთებში, აქციის მონაწილეები ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ლისის ტბისკენ მსვლელობით მიემართებიან, სადაც „პრაიდ ფესტივალის” გამართვაა დაგეგმილი.

ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პოლიციაა მობილიზებული.

Cesko