„აეროპორტში მეგობარს დახვდნენ და ზღვაზე აპირებდნენ წასვლას” – რა ინფორმაცია ვრცელდება გოგონებზე, რომლებიც დაღუპულ გეგუთელ ახალგაზრდებთან ერთად საბედისწერო ავარიაში მოჰყვნენ?

0
3913
21 Views

ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორტთან დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა ქუ­თა­ი­სი­დან სამ­ტრე­დია ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ობ­და, როცა ბოძს შე­ე­ჯა­ხა. სამ­წუ­ხა­როდ, შე­ჯა­ხე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ მან­ქა­ნა აფეთ­ქდა. ავ­ტო­ა­ვა­რი­ას ერთი სოფ­ლის 4 ახალ­გაზ­რდა ბიჭი შე­ე­წი­რა. ისი­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ბი­ჭე­ბი მე­გობ­რე­ბი და მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ. მათ­თან ერ­თად ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში 2 გო­გო­ნა იმ­ყო­ფე­ბო­და, ისი­ნიც მათი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მათ­გან ერთი გო­გო­ნა კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. იგი ლან­ჩხუ­თე­ლი ეკა სა­ნი­კი­ძე აღმოჩნდა.

ამ დრომ­დე მძი­მეა კი­დევ ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დამ თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნა. და­შა­ვე­ბულ გო­გო­ნას სხე­უ­ლის 70 პრო­ცენ­ტი დამ­წვა­რი აქვს და ექი­მე­ბი ცდი­ლო­ბენ მის გა­დარ­ჩე­ნას. მისი მდგო­მა­რე­ო­ბაც მძი­მეა.

ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, გუ­შინ გო­გო­ნე­ბი მე­გობ­რებ­თან ერ­თად მათ კი­დევ ერთ მე­გო­ბარს აე­რო­პორ­ტში დახ­ვდნენ და ზღვა­ზე წას­ვლას აპი­რებ­დნენ, რა დრო­საც ეს ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და.

“შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა წა­ვი­და, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი. რო­გორც ვიცი, მე­გო­ბარს დახ­ვდნენ აე­რო­პორ­ტში და ზღვა­ზე მი­დი­ოდ­ნენ. ეკა ლან­ჩხუ­თე­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით 6 წე­ლია, რაც ლან­ჩხუთ­ში გა­და­ვი­და, მა­ნამ­დე ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობ­და. მძი­მედ არის და­შა­ვე­ბუ­ლი მე­ო­რე გო­გო­ნაც, რო­მე­ლიც ახლა კლი­ნი­კა­შია. ამ­ბო­ბენ, რომ დამ­წვრო­ბე­ბი აქვს სხე­ულ­ზე. იმე­დია, მალე გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა” – გვიყ­ვე­ბი­ან გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი.

ambebi.ge

Cesko