რამდენიმე წლის წინ, გადაცემაში “The Talk შოუ“ სტეფანემ პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა:
“მე და მაიამ ერთმანეთი ამოვწურეთ… „ვგურზავდით“ ერთმანეთს. არანაირი ღალატი, არაფერი ყოფილა. რარაც პერიოდი გადავწყვიტეთ, რომ ცალ-ცალკე ვყოფილიყავით. ბავშვი პატარა იყო, ალბათ 5-6 წლის და ამ ყველაფერმა მასზე იმოქმედა. რომ ამოვჭამეთ ერთმანეთი, მაიამაც და მეც გადავწყვიტეთ, რომ დავშლილიყავით.
პირველად ვყვები ამ ყველაფერს. ზოგადად, არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი…. მეც ძალიან დიდი სახლი მაქვს და მასაც, რომ მივხვდით, ბავშვი ჩემზეც იყო მიჯაჭვული, ეს უფრო დაანგრევდა ფსიქიკას.
ჩვენ ძალიან სერიოზული მეგობრები ვიყავით და გადავწყვიტეთ, რომ 3-სართულიან სახლში გვეცხოვრა. ფაქტია, გავიდა ძალიან ბევრი წელი, ეს შევძელით. ერთ ჭერქვეშ ვცოვრობთ როგორც მშობლები, ბავშვი ამას არ იმჩნევდა.
დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ერთად ვართ ამდენი წლის მერე…. ძალიან კარგად ვცხოვრობთ,“ – თქვა სტეფანემ გადაცემაში „The Talk შოუ“