“გაითვალისწინეთ რისკი და მიიღეთ შესაბამისი ზომები, როდესაც თქვენი სექსუალური პარტნიორი რუსეთის მოქალაქეა” – მაია ბუწაშვილი მიმართვას ავრცელებს

0
1432
26 Views

ექიმი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

ის საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინებით შექმნილ ერთ პრობლემას ეხება.

„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია შემოსული რუსეთიდან. პოლიტიკურად ეს რომ უდიდესი პრობლემაა და გარშემო ყველგან რომ ოკუპანტის ენა ისმის, საშინელებაა და ძალიან დამთრგუნველი, თუმცა ახლა ჩემს სფეროსთან დაკავშირებულ წუხილზე მინდა გავამახვილო ყურადღება. არაერთი რუსი პაციენტი ყვება (ქალიც და კაციც), რომ ყავს ქართველი სქესობრივი პარტნიორები (და არაერთი). მოგეხსენებათ, რუსეთში ძალიან მაღალია აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება. შესაბამისად, ჩემი აზრით, გასათვალისწინებელია ამ ინფექციის საქართველოში სწრაფი გავრცელების რისკი. ცხადია, ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მესვეურებმა ეს რისკი უნდა გაითვალისწინონ და შესაბამისი ზომები მიიღონ, მაგრამ ცალკეულ ადამიანებს რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად გავაფრთხილოთ ჩვენს ირგვლივ მყოფები, აარიდონ თავი ასეთ საჭვო კავშირებს და არ დაივიწყონ შიდსის (და არა მარტო, ბევრი სხვა ინფექციისაც) სქესობრივი გზით გადაცემის მაღალი რისკის შესახებ“, – წერს ის.

რედაქციისგან: ერთადერთი რაც რჩება გაუგებარი: რატომ არის გამახვილებული ყურადღება მხოლოდ რუსეთზე? მაშინ როცა სხვა ქვეყნებიდან შემოსულებზეც სრულიად მარტივად შეიძლება განვავრცოთ აღნიშნული მოსაზრება. გთხოვთ გაითვალისწინოთ.

Cesko