12 წლის ბავშვი მდინარემ გაიტაცა, საშველად 17 წლის ბიჭმა შეცურა… ორივენი სასწაულებრივად გადარჩნენ ამ გმირი ბიჭების წყალობით – რა ინფორმაციას ავრცელებს სენაკის მერი და ვინ არიან გმირი ადამიანები?

0
1424
22 Views

“ამ ბიჭებმა, 12 და 17 წლის მოზარდების სიცოცხლე გადაარჩინეს” – სენაკში 12 და 17 წლის მოზარდები დახრჩობას გადაარჩინეს.

ფაქტს სოციალურ ქსელში, სენაკის მერი, ვახტანგ გადელია ეხმაურება და წერს:

„მინდა დღევანდელი დღის გმირები გაგაცნოთ, ჩვენი მუნიციპალიტეტის ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის მკვიდრნი: გიორგი, ზურაბ და გოგიტა ბარკალაიები, ვლადიმერ პირტახია, ჯონი გეგია, რატი ხაჟომია კი – მარტვილის მუნიციპალიტეტიდან.

დღეს, ამ ბიჭებმა, 12 და 17 წლის მოზარდების სიცოცხლე გადაარჩინეს.

12 წლის მოზარდი მდინარის დინებამ გაიტაცა. საშველად, მდინარეში, 17 წლის მოზარდმა შეცურა. ორივენი სასწაულებრივად გადარჩნენ ჩვენი გმირი ბიჭების წყალობით. მათ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მოზარდები დახრჩობას გადაარჩინეს.

დღევანდელი დღის გმირებს, მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო გულითადი მადლობა!”. წერს ვახტანგ გადელია.

Cesko