„თქვენ არ ხართ ვალდებულები აირჩიოთ მხარე“ – ტიხანოვსკაიამ ბელორუსებს მოუწოდა, ქვეყნიდან რუსები განდევნონ და საზღვრები დაკეტონ

0
480
22 Views

ბელარუსის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, ბელორუს დიპლომატებს, ოფიციალურ პირებს და უსაფრთხოების ძალებს მიმართა და მათ მოუწოდა ქვეყნიდან რუსები განდევნონ და საზღვრები დაკეტონ.

მისი თქმით, პუტინი და პრიგოჟინი არ არიან ბელარუსის მეგობრები და ბელორუსები არ არიან ვალდებულები დაპირისპირებულებს შორის მხარე აირჩიონ.

„რუსეთში ქაოსია, რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსება სამოქალაქო ომს. პუტინი შეეცდება ბელარუსი ჩართოს მის შიდა კონფლიქტში, რომ ის ჩვენი კონფლიქტიც გახდეს. მინდა მოვუწოდო ბელორუს დიპლომატებს, სამხედროებსა და უსაფრთხოების ძალებს, რომ ახსოვდეთ ჩვენი ეროვნული ინტერესები. პუტინი და პრიგოჟინი არ არიან ბელარუსის მეგობრები. თქვენ არ ხართ ვალდებულები აირჩიოთ მხარე. ბელარუსებმა უნდა დაიცვან საკუთარი ქვეყანა.

ბელორუსების მთავარი მისია ახლა მისი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება უნდა იყოს. რათა დაიცვას ქვეყანა იმისგან, რადაც რუსეთი გადაიქცა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ბელორუსია ჩაერთოს რუსეთში სამხედრო ოპერაციებში. ბელორუსმა უნდა ჩაკეტოს საზღვარი რუსეთთან და დაიწყოს რუსული ჯარების გაყვანა ბელორუსის ტერიტორიიდან“, – აღნიშნა ტიხანოვსკაიამ.

Cesko