თბილისში, სამი არასრულწლოვანი მოხუც ტაილანდელ კაცს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა – რა ინფორმაცია ვრცელდება? (+ფოტოები)

June 20, 18:50
0
2322

19 ივნისს თბილისში, გია აბესაძის ქუჩაზე სამი არასრულწლოვანი ახალგაზრდა თავს დაესხა მოხუც ტაილანდელ კაცს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“ყველანაირი კონფლიქტის გარეშე დაელაპარაკნენ თუმცა ერთ ერთმა არასრულწლოვანმა ტაილანდელ მამაკაცს დაარტყა რის შედეგადაც დავარდა და სისხლი სდიოდა ცხვირიდან ,პირიდან და ნიკაპიდან , დაკარგა გონება და ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება და ისიც კი არ ვიცით გადარჩება თუ არა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Cesko