“საცოდავი გოგო მე-15დან რომ გადმოვარდა ჯერ მე-8 სართულზე დაეცა და..” – უმძიმესი შემთხვევის დეტალები

0
1124
28 Views

გოგო, რომელიც ბათუმში სიმაღლიდან გადმოვარდა გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მოზარდს მძიმე დაზიანებები ჰქონდა და ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შემთხვევა ბათუმში გუშინ, 11 ივნისს მოხდა. გოგო საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა და მანქანას დაეცა.
„ძალიან ძლიერი ხმა იყო დაცემის… როცა ჩამოვირბინე, დავინახე, ჯიპის მარკის ავტომობილში. უკან, პანორამა ლუქში იყო ჩავარდნილი, სავარძლებს შორის.

ბავშვი მე-15 სართულიდან არის გადმოვარდნილი. მერვე სართულზე გადახურულია, იქ დავარდა და იქიდან ავტომობილის ლუქში ჩავარდა. ბავშვი რომ გამოვიყვანეთ, ცოცხალი იყო“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს, ამხელა ტრაგედიას როგორ უნდა გაუძლოს გულმა. „ჩვენო ელო, ეს რა გაგვიკეთე“

„ვიზიარებ თქვენს მწუხარებას!! და გამძლეობა თქვენ. ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული გუშინდელი ტრაგედია ბათუმში რომ მოხდა ეს გოგონა. როგორ მეწვის“,-წერენ სოციალურ ქსელში

Cesko