“დიდი დისკომფორტი იყო, მაგრამ ტყუილებს ვამბობდი” – მაკა ზამბახიძის გასაიდუმლოებული ამბავი

0
3025
24 Views

“დიდი დისკომფორტი იყო, მაგრამ ტყუილებს ვამბობდი” – მაკა ზამბახიძის გასაიდუმლოებული ამბავი, რას ჰყვება ის გადაცემა “ვინ ვინ არის”-ზე “კვირის პალიტრასთან”:

– მაკა, მთელი ერის ასე ოსტატურად მოტყუება როგორ მოახერხე?

– (იცინის) უფრო ხშირად, სხვა თოჯინებზე მასახელებდნენ. თევზის გამოსვლისას, ჟიურის არც ერთ წევრს ჩემი სახელი და გვარი არ უხსენებია. კიდევ ბევრ ტურში დავაბნევდი, საინტერესო გამოსვლები მექნებოდა, მაგრამ ვინ გაცადა? ძალიან საინტერესო პროექტია. პროფესიონალები მუშაობენ და ცდილობენ, შენი რესურსი მაქსიმალურად გამოიყენონ. ყველანაირად გეხმარებიან, რომ შენ შენ არ იყო. პირველი სიმღერა პირველ მისვლაზე ვერ ჩავწერე, რადგან შინ ტექსტს ვერ ვმეცადინეობდი, ყველა მიხვდებოდა, რას ვაკეთებდი, ეს კი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო. შეიძლება ითქვას, რომ სიმღერა სტუდიაში ვისწავლე და მეორე მისვლაზე ჩავწერე. ირმა სოხაძის სიმღერაზე მუშაობა კი მარტივი იყო, შეიძლება ითქვას, რომ 5 წუთში ჩავწერე.

– მას ჰგავდი, არა?

– ვეცადე, დავმსგავსებულიყავი. მინდოდა, ჟიურისა და მაყურებლისთვის გზები ამერია. პირველ სიმღერაში ჩამოყალიბებული, კარგი ვოკალური მონაცემებით გახლდით წარმოდგენილი, მეორე სიმღერა კი ისე მინდოდა შემესრულებინა, ეთქვათ, პირველი ნამღერის შემდეგ, ეს ვინ არის, ასე მანევრულად რომ მღერისო? ტინა ტერნერის სიმღერის შესრულებისას თქვეს, თევზი მომღერალიაო. იცი, ეს როგორი აზარტია? გული დამწყდა, პროექტის ადრე დატოვებამ რომ მომიწია, სხვა ეპიზოდებისთვის საინტერესო სიმღერები მქონდა ჩაწერილი. განაგრძეთ კითხვა

Cesko