“მტკვარში ბანაობდნენ, 15 წლის გოგონა უცებ მდინარემ გაიტაცა და სამწუხაროდ…” – ნახეთ შემზარავი ინფორმაცია გვრცელდება

June 9, 23:33
0
905

ასპინძაში 15 წლის გოგოს ეძებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდები სავარაუდოდ მტკვარში ბანაობდნენ, რა დროსაც მდინარემ გოგო გაიტაცა. დაწყებულია სამძებრო სამუშაოები. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ავრცელებს.

შემთხვევა დაახლოებით 17:00 სთ-თვის, ე.წ. ერკოტის უბანში, ერეკლეს ნახიდართან მოხდა.

ასპინძის მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ ეძებენ ახალგაზრდას, 5 მაისს დაიკარგა. სოფელ ნაქალაქევში დაკარგული 28 წლის მამაკაცის ძებნა ასპინძის გარდა, ახალციხის, ბორჯომის და მიმდებარე ტერიტორიაზეც მიმდინარეობს.

თმოგვის ციხესთან მისი ჩანთა მოგვიანებით ნახეს, რის გამოც კაველიძის ძებნა მდინარე მტკვარში დაიწყეს.
წყარო: dainteresdi. club

Cesko